ლაზერული ეპილაციის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოემზადებით პროცედურისთვის. გთავაზობთ მარტივ რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგისთვის:
1. არ ამოიპუტოთ თმა პროცედურამდე 2-3 კვირით ადრე არ გამოიყენოთ პინცეტი, ცვილი ან ეპილატორი. ლაზერი მიზანში იღებს თმის ფოლიკულას, ამიტომ ის კანქვეშ უნდა დარჩეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ საპარსი.
2. გაიპარსეთ ზონა პროცედურის წინა დღეს ან დილით პროცედურის დღეს თმა კანის ზედაპირზე არ უნდა იყოს წამოზრდილი, რათა ლაზერის ენერგია პირდაპირ ფოლიკულამდე მივიდეს და არ მოხდეს თმის ღერზე ენერგიის დაკარგვა.
3. მოერიდეთ აქტიურ რუჯს პროცედურამდე 3-5 დღით ადრე მოერიდეთ მზის აბაზანებს და სოლარიუმს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი 1064nm სხივი უსაფრთხოა მუქ კანზე, მცირე შესვენება მაინც რეკომენდებულია კანის დასაცავად.
4. არ წაისვათ კრემები და დეოდორანტები პროცედურის დღეს სამიზნე ზონა უნდა იყოს სუფთა და მშრალი. არ გამოიყენოთ სპირტიანი ლოსიონები ან ცხიმიანი კრემები.
დაჯავშნეთ პროცედურა მარტივად WhatsApp-ით.